loading

Georgia Office


საუკეთესოს ძიებაში

 
ძვირფასო ბატონებო/ქალბატონებო,
 
შპს Extreme Petrochem (ს/კ 406183838) დაფუძნდა საქართველოში 2016 წელს და საქმიანობს ადგილობრივად მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების შესაბამისად.
 
შპს Extreme Petrochem  გთავაზობთ მრავალფეროვანი პროდუქტის მოწოდებას ირანიდან, ესენია: ბიტუმი (ყველა მარკა), კაუსტიკური სოდა, ყველა სახის გამხსნელი და სხვადასხვა სახის ნავთობქიმიურ ნაწარმი.
 
შპს Extreme Petrochem არის Infinity Galaxy-ის ( საწარმო თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში (რეგისტრირებული რას-ელ-ჰაიმა, არაბთა გაერთიანებული საამიროებში)) წარმომადგენელი კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2010 წელს დუბაიში და ეწევა ყველა სახის ნავთობ და ნავთობქიმიური პროდუქტის ექსპორტს, მათ შორის ბიტუმის - ოთხ კონტინენტზე, 18-ზე მეტ ქვეყანაში.
ბოლო 2 წლის განმავლობაში Infinity Galaxy-იმ მოახდინა 450,000 მეტრულ ტონაზე მეტი ბიტუმის (ბითუმად და შეფუთვით); 2,000,000 ლიტრზე მეტი ყველა სახის გამხსნელის; 25,000 მეტრული ტონა კაუსტიკური სოდის და სხვა პროდუქტების ექსპორტი.
 
შპს Extreme Petrochem-თან ურთიერთობის შედეგად თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა:

  • ურთიერთობა გქონდეთ ქართულ ოფისსთან;
  • ინდივიდუალურად შეათანხმოთ პირობები და დადოთ კონტრაქტი;
  •  მიიღოთ კონსულტაცია შპს Extreme Petrochem-ისგან, რომელიც დაგიგეგმავთ თქვენთვის მოსახერხებელ შეთავაზებას, იქნება პასუხისმგებელი პროდუქტის დროულ მოწოდებაზე და მის ხარისხზე, დაგეხმარებათ განბაჟების და საგადასახადო პროცედურებში, ან თავად მოგაწვდით ბიტუმს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესი, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებთ დამოკიდებულებებს, რადგანაც გვსურს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. შესაბამისად, ველოდებით თითოეულ თქვენს გამოხმაურებას, კითხვას ან წინადადებას.
 
ჩვენი მეილია:  Leila@bitumen.ge ; info@bitumen.ge
 
შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ ტელეფონზე: +995 577 511771, ან მოგვწეროთ ნომერი და ჩვენ თავად შეგეხმიანებით დღის ბოლომდე.

 


პენეტრაციის ხარისხის ბიტუმზე (Penetration Grade Bitumen ) კეთდება პენეტრაციის და დარბილების წერტილის ტესტები, თუმცა მისი განსაზღვრა ხდება მხოლოდ პენეტრაციის ტესტით. პენეტრაციის ხარისხის ბიტუმს აქვს თერმოპლასტიკური თვისება, რომელიც განსაზღვრავს მასალის დარბილებას მაღალ , ხოლო გამკვრივებას დაბალ ტემპერატურაზე. ეს უნიკალური ტემპერატურა/სიბლანტის დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი როდესაც განისაზღვრება ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის ადჰეზია (შეწებების უნარი), რეოლოგია (ნივთიერების დენადობა), ბიტუმის დაგების ტემპერატურა და ხანგრძლივობა.

ყველა ბაზრისთვის ხშირად გამოყენებული პენეტრაციის ხარისხის ბიტუმი არის ბიტუმი 60/70.

პენეტრაციის ხარისხის სისტემა ჩამოყალიბებულ იქნა ადრეულ 1900 –იან წლებში, იმისათვის რომ დაეხასიათებინათ ნახევრად მყარი ასფალტის მდგრადობა. პენეტრაციის ხარისხი განსაზღვრავს ასფალტის მახასიათებლებს:

  • 100 გრ ნემსის შეღწევის სიგრძე 25° C (77° F)
  • ფეთქების ტემპერატურა
  • პლასტიურობა 25°C–ზე (77°F)
  • ხსნადობა ტრიქლორეთილენში
  • ტესტი თხელ ფენაზე(რომელიც ხსნის მოკლევადიანი დაძველების შედეგს, რომელიც დგება ცხელი აგრეგატის შერევისას)

 

უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები
ტესტი არის ემპირიული (ცდაზე დამყარებული) და არ ზომავს რაიმე ფუნდამენტურ ტექნიკურ პარამეტრებს, როგორიც არის სიბლანტე. ეს ტესტი განხორციელებულია 25° C (77° F) ტემპერატურაზე, რომელიც მიახლოვებულია ასფალტისთვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურას.
ტესტის დროს ძვრის სიჩქარე არის ცვლადი და მაღალი. ასფალტის შემკვრელები როგორც წესი მოქმედებენ როგორც არანიუტონური სითხეები 25° C (77° F) ტემპერატურაზე, რაც გავლენას ახდენს ტესტის შედეგზე შესაძლებელია აგრეთვე უკეთესად მოგვაწოდოს კორელაცია დაბალ ტემპერატურიანი ასფალტის შემკვრელი მახასიათებლებისა, ვიდრე სიბლანტის ტესტმა, რომელიც სრულდება 60° C (140° F) ტემპერატურაზე
ტემპერატურაზე ამთვისებლობა (ცვლილება ასფალტის შემკვრელობის თვისებაში ტემპერატურით) ვერ განისაზღვრება მხოლოდ 25° C (77° F) ტემპერატურაზე შემოწმებისას ტემპერატურაზე ამთვისებლობა (ცვლილება ასფალტის შემკვრელობის თვისებაში ტემპერატურით) შესაძლებელია განისაზღვროს თუკი ტესტი ჩატარტება სხვა ტემპერატურაზეც, ვიდრე 25° C (77° F)–ია.
ეს ტესტი არ გვაწვდის ინფორმაციას, რომლითაც დავადგენთ შერევის და გამკვრივების ტემპერატურას ტესტი სწრაფი და იაფიანია. შესაბამისად მისი გამოყენება ამ დარგში, მარტივია

 

ბიტუმის პენეტრაციის ხარისხი 60/70:

 

მახასიათებლები

ტესტირების მეთოდი

ერთეული

მინიმუმი

 

მაქსიმუმი

 

სიმკვრივე 25°C

ASTM D70

°C

1.01

1.06

პენეტრაცია 25°C–ზე, 100 გრ, 5 წმ

ASTM D5

მმ

60

70

დარბილების ტემპერატურა

ASTM D36

°C

49

56

პლასტიურობა 25°C–ზე

ASTM D113

სმ

100

 

გაცხელების დროს დანაკარგი

ASTM D6

%

 

0.2

პენეტრაციის ვარდნა გაცხელების შემდეგ

ASTM D5

%

 

20

ფეთქება

ASTM D92

°C

250

 

ხსნადობა ტრიქლორეთილენში

ASTM D2042

%

99